პოსტოპერაციული რეაბილიტაცია: რატომ არის ადრეული აღდგენა გადამწყვეტი

წარმატებით ჩატარებული ორთოპედიული თუ ნეიროქირურგიული ოპერაცია საბოლოო შედეგის მხოლოდ ნახევარია. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნახევარი სწორად და დროულად დაწყებული პოსტოპერაციული რეაბილიტაციაა. იქნება ეს მუხლის ან მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება, იოგების აღდგენა, ხერხემალზე ოპერაცია თუ მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, ადრეულ რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რატომ არ შეიძლება რეაბილიტაციის გადადება?
ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა შეშუპება, ტკივილი და კუნთოვანი ატროფია. ხანგრძლივი უძრაობა იწვევს:
- კუნთოვანი მასისა და ძალის სწრაფ დაკარგვას;
- სახსარშიდა კონტრაქტურებსა და მოძრაობის ამპლიტუდის შეზღუდვას;
- ნაწიბუროვანი ქსოვილის უხეშ გამკვრივებას;
- ღრმა ვენების თრომბოზის რისკის გაზრდას.
ადრეული, დოზირებული ფიზიოთერაპია უზრუნველყოფს შეშუპების სწრაფ გაწოვას, ტკივილის მოხსნას და ქსოვილების სწორ შეხორცებას.
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ეტაპები
PhysioHub-ში რეაბილიტაცია მიმდინარეობს ექიმი-ქირურგის პროტოკოლის სრული დაცვით:
- ადრეული ფაზა: ტკივილისა და შეშუპების მართვა (Game Ready კრიოთერაპია, პრესოთერაპია), სახსარში უსაფრთხო პასიური მოძრაობების დაწყება;
- შუა ფაზა: მოძრაობის ამპლიტუდის აღდგენა, კუნთების გააქტიურება და წონასწორობის ვარჯიშები;
- გვიანი ფაზა: კუნთოვანი ძალის, გამძლეობისა და ფუნქციური მოძრაობების სრული აღდგენა.
სრული აღდგენა PhysioHub-ში
PhysioHub-ის კლინიკები თბილისსა და რუსთავში აღჭურვილია უახლესი სარეაბილიტაციო აპარატურით. ჩვენი გამოცდილი ფიზიოთერაპევტები უზრუნველყოფენ პაციენტის უსაფრთხო, ეტაპობრივ და კომფორტულ დაბრუნებას სრულფასოვან ცხოვრებაში.
დაიწყეთ პოსტოპერაციული აღდგენა დროულად. ჩაწერილი იყავით კონსულტაციაზე PhysioHub-ში ან დაგვირეკეთ ნომერზე 599 43 83 33.